ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტიტე ლიონელ მესის აკრიტიკებს.
ბრაზილიელმა სპეციალისტმა არგენტინის ნაკრების კაპიტანი მსაჯებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
"მესის ბევრი დადებითი თვისება აქვს და ეს მაშინაც უნდა გამოავლინოს, როდესაც აგებს" - განაცხადა ტიტემ.
მესიმ დაჯილდოების ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადა. არგენტინამ მესამე ადგილი დაიკავა და მედლებისთვის, მათ ჩილე დაამარცხეს. ლიონელ მესი და გარი მედელი მოედნიდან გააძევეს. ლიონელ მესიმ მედალზე უარი თქვა.