ტიბო კურტუამ მსოფლიოს 3 საუკეთესო მეკარე დაასახელა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის გოლკიპერს, ტიბო კურტუას, ამ მომენტისთვის 3 საუკეთესო მეკარის დასახელება სთხოვეს:
,,მე საუკეთესოთა შორის ნამდვილად ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული და ყველას თავისი აზრი აქვს. საბოლოოდ, ერთადერთი რამ, რაც მევალება, ჩემი კლუბის დახმარებაა.
3 საუკეთესო მეკარე ამ მომენტისთვის? ჩემს თავს არ ჩავთვლი... წელს ობლაკი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ალისონიც ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებულია. ასევე, რაიას გამოვარჩევდი.'' - ტიბო კურტუა
მიმდინარე სეზონში ტიბო კურტუას მადრიდის რეალის მაისურით 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 8-ში კარი მშრალად შეინახა, სულ კი 12 გოლი გაუშვა.
Thibaut Courtois names his top three goalkeepers right now 🧤 pic.twitter.com/ZbNAFY5spr
— ESPN UK (@ESPNUK) November 20, 2025