Belive

ტიაგო სილვა პსჟ-ის შესახებ: "მხოლოდ ფულით ვერაფერს მიაღწევ"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" და ბრაზილიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ ყოფილი გუნდის, "პარი სენ-ჟერმენის" შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ფული საკმარისი არ არის.

"ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული გაქვს. ფეხბურთი ასე არ მუშაობს. თუ არ გაქვთ მკაფიო გეგმა იმის შესახებ, რისი მიღებაც გსურთ, არაფერი გამოგივათ.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა მოიპოვოთ პატივისცემა თქვენი ქვეყნის შიგნით, რათა შემდეგ შეძლოთ პატივისცემა მის საზღვრებს გარეთაც მიიღოთ. ჩვენ ეს კი არა, არამედ ამის საპირისპირო გავაკეთეთ. გვინდოდა, რომ საზღვრებს მიღმა ვყვარებოდით, მაგრამ არაფერი გავიღეთ იმისთვის, რომ სახლში პატივი ეცათ", - თქვა 39 წლის ფეხბურთელმა.

ტიაგო სილვამ პარიზულ გრანდში 2012-2020 წლებში, "მილანიდან" გადასვლის შემდეგ ითამაშა და 7-ჯერ ლიგა 1, 5-ჯერ საფრანგეთის თასი, 6-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასი, 7-ჯერ კი სუპერ თასი მოიგო. 2020 წელს მან უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და მიუნხენის "ბაიერნთან" - 0:1 მარცხის შემდეგ, ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო მომდევნო წელს აღნიშნული ტიტული ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში მოიგო.

სხვა სტატიები