Belive

ტიაგო პორტოს წინააღმდეგ - ლივერპულის ვარსკვლავმა სეზონის საუკეთესო გოლის შესახებ ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მერსისაიდული გრანდის ვარსკვლავმა - ტიაგო ალკანტარამ, "პორტოს" წინააღმდეგ გატანილი გოლის შესახებ ისაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. BT Sport-თან საუბარში, ტიაგო ალკანტარამ დეტალურად განმარტა, თუ როგორ გაიტანა ულამაზესი გოლი. 30 მეტრიდან, ყუმბარისებული გასროლით გატანილი ფანტასტიკური გოლის ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაში. ტიაგო ალკანტარა: "უმნიშვნელოვანესია სწორი პოზიციონირება. უნდა დააკვირდე, როგორ მოძრაობს ბურთი შენსკენ - შეხედო სხვა ფეხბურთელებს და დაიმახსოვრო სად დგანან. ფოკუსირება უნდა მოახდინო ბურთზე. მნიშვნელოვანია განსაზღვრო მისი ტრაექტორია და დაიცვა საკუთარი სხეულის იდეალური ბალანსი, რათა ბურთი ზედმეტად ძლიერად ან არაზუსტად, კარისგან ზედმეტად მაღლა არ დაარტყა. უბრალოდ გინდა, რომ ბურთს ძალიან ძლიერად დაარტყა, რადგან იცი, რომ შენს წინააღმდეგ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. წამის მეასედში უნდა იფიქრო ამ ყველაფერზე, შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღო".

სხვა სტატიები