Belive

ტიაგო მოტამ სერია A-ს კლუბი ჩაიბარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჯენოამ", რომელმაც ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან აურელიო ანდრეაცოლი გაუშვა. მის ადგილს "ჯენოაში" იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ტიაგო მოტა დაიკავებს. ამის შესახებ გენუელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

37 წლის მოტა "პსჟ"-ს ახალგაზდდულ გუნდებში მუშაობდა. იტალიელი ნახევარმცველი ბოლოს სწორედ პარიზელთა რიგებში თამაშობდა. ტიაგოს "ბარსელონას", "ინტერისა" და "ატლეტიკოს" მაისურიც ჩაუცვამს. 08/09 წლების სეზონი მან "ჯენოაში" გაატარა.

სხვა სტატიები