ტიაგო ალმადას ოლიმპიადაზე ვარჯიშის დროს, გასახდელიდან 50 ათასი ევროს სამკაულები მოპარეს
სამშაბათს, ვარჯიშის დროს, არგენტინის ოლიმპიური ნაკრების შემტევს, ტიაგო ალმადას გასახდელიდან 50 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოპარეს.
ინფორმაცია ოთხშაბათს არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ, მაროკოსთან წაგებული მატჩის შემდეგ გაავრცელა, თუმცა ზარალის კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია.
არგენტინული მედიის ცნობით, საუბარია 40-ათასევროიან საათსა და 10-ათასევროიან ბეჭედზე, თუმცა, შემთხვევის ადგილზე გასახდელის გატეხვის კვალი არ ფიქსირდება. ტიაგო ალმადა სასამართლოში ჩივილს აპირებს,
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის პირველი ტურის შეხვედრაში არგენტინა მაროკოსთან დამარცხდა. მასკერანოს გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 27 ივლისს, ერაყის წინააღმდეგ გამართავს
🚨 Le futur Lyonnais Thiago Almada déclare s’être fait voler 50 000€ de bijoux dans un vestiaire à Saint-Étienne.
— BeFootball (@_BeFootball) July 25, 2024
Une source judiciaire indique à @BFMTV qu’aucune effraction ou intrusion n’a été constatée sur les lieux du vol. ❌
Le joueur devrait quand même porter plainte. pic.twitter.com/WxSBqQXghI