ტიაგო ალკანტარამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ტიაგო ალკანტარამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ამის შესახებ ინფორმაცის ფაბრიციო რომანო აქვეყნებს. 33 წლის ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა თავი ახალ ამპლუაში გამოსცადოს, არის ვარიანტი, რომ ჰანსი ფლიკთან ერთად ბარსელონაში იმუშაოს.
ტიაგოს ტრანსფერით "ჟირონა" და საუდის არაბეთის პრო ლიგის რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ მან ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა.
🚨 EXCLUSIVE: Thiago Alcantara has decided to retire from professional football.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 7, 2024
Former Barça, Bayern, Liverpool and Spain player has made his decision.
Thiago’s passion and love for the game continues as he’s ready for new chapter in football after few months planning for it. pic.twitter.com/zR4Uvum1rH
ტიაგო ალკანტარა ბარსელონას აკადემიის აღზრდილია, სადაც თავდაპირველად 2006 წელს ჩაირიცხა და ასაკობრივების გავლით ბარსელონას მთავარ გუნდშიც მოხვდა და იქ 2013 წლამდე ასპარეზობდა. 2020 წლამდე "ბაიერნში" თამაშობდა, ხოლო მას შემდეგ "ლივერპულში", ინგლისური გუნდიდან წასვლის შემდეგ ფეხბურთელი კლუბის გარეშე დარჩა და როგორც ჩანს კარიერის დასრულებაც გადაწყვიტა.