Belive

თურქეთში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს საფრთხე არ ემუქრებათ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

6 თებერვალს გამთენიისას, თურქეთისა და სირიის ტერიტორიაზე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

Live.ge-მ თურქეთში მყოფი ქართველი ფეხბურთელების მდგომარეობა გადაამოწმა და როგორც ირკვევა, საბედნიეროდ ყველა მათგანი თავს მშვიდობიანად და ჯანმრთელად გრძნობს.

თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე გიორგი ბერიძე (ანკარა) და საბა ლობჟანიძე (ჰატაი) თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. მათ თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარეს.

რაც შეეხება ანტალიას, რომელშიც არაერთი ქართული კლუბი, ასევე ქართველი ლეგიონერების კლუბები შეკრებას გადიან და ქართული საფეხბურთო ოჯახის ბევრი წარმომადგენელი იმყოფება, თურქეთის ამ სამხრეთ ნაწილს მიწისძვრა არ შეხებია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამწუხაროდ მიწისძვრას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.


საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

  • საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280;
  • გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400;
  • გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226;

დამატებითი დეტალების გარკვევის შემთხვევაში, სტატია ოპერატიულად განახლდება...

სხვა სტატიები