,,თელავსა'' და ,,სამგურალს'' შორის საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრის მიმდინარეობისას სტადიონზე 70 წლამდე გულშემატკივარი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთავი 2-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თამაში ცოტა ხნის დაწყებული იყო, როცა მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
თვითმხილველების თქმით, სტადიონზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე მას პირველადი დახმარება გულშემატკივრებმა გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.