The Athletic-მა ყველა დროის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატები დაასახელა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, The Athletic-მა 23-ვე მუნდიალი შეაფასა და ყველა დროის საუკეთესო ტურნირები დაასახელა:
,,იყო თუ არა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ყველა დროის საუკეთესო? ამის თქმა შეუძლებელია, თუ წინა 22 მუნდიალს არ შევაფასებთ
ასე რომ, წინასწარ გიხდით ბოდიშს, თუ თქვენთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იმაზე დაბალ ადგილზე აღმოჩნდება, ვიდრე თქვენი აზრით იმსახურებს.'' - წერს გამოცემა
The Athletic საუკეთესოდ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიიჩნევს, რომელზეც ავტორი წერს:
,,ეს იყო პირველი გათამაშება, რომელიც ფერად ფორმატში გადაიცა. ტურნირს ჰყავდა მსოფლიოს ყველაზე აღიარებული ჩემპიონი და გამოირჩეოდა მართლაც ამაღელვებელი პლეი-ოფის მატჩებით. მეოთხედფინალში დასავლეთ გერმანიის გამარჯვება მოქმედ ჩემპიონ ინგლისთან (3:2) და შემდეგ მათი დამარცხება იტალიასთან (3:4) - ორივე მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
თავისი როლი მცირე ინოვაციებმაც ითამაშა. ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ცვლილებები დაუშვეს და ასევე პირველი, სადაც მსაჯები ბარათებს იყენებდნენ.
საბოლოო ჯამში, ეს ტურნირი ყველას ბრაზილიის გამო ახსოვს, რომელმაც 5 სუპერვარსკვლავი „ათიანი“ - ჟერსონი, ჟაირზინიო, ტოსტაო, პელე და რიველინო თავის ლეგენდარულ 4-2-4 სისტემაში მოათავსა.
მსოფლიო ჩემპიონი ასეთი სტილით არავინ გამხდარა: 1970 წლის ბრაზილია დღემდე რჩება ყველაზე ლეგენდარულ გუნდად მთელ ფეხბურთში.'' - The Athletic
საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატები The Athletic-ის ვერსიით:
1970, მექსიკა
1982, ესპანეთი
1986, მექსიკა
1998, საფრანგეთი
2006, გერმანია
1958, შვედეთი
2014, ბრაზილია
1974, დასავლეთ გერმანია
2018, რუსეთი
2026, აშშ, მექსიკა, კანადა
2022, კატარი
2010, სამხრეთ აფრიკა
1994, აშშ
1978, არგენტინა
2002, კორეა-იაპონია
1950, ბრაზილია
1966, ინგლისი
1990, იტალია
1954, შვეიცარია
1962, ჩილე
1930, ურუგვაი
1934, იტალია
1938, საფრანგეთი
▪️ Holders get the hump… and don’t attend (1934)
— The Athletic | Football (@TheAthleticFC) July 23, 2026
▪️ European efficiency dulls South American flair (1966)
▪️ Seventh-favourites Italy shock the world (1982)
▪️ Diego Maradona’s mastery conquers all (1986)
▪️ Roberto Baggio and Romario face off in final (1994)
▪️ Ronaldo’s… pic.twitter.com/g3ZAHCEHue