Belive

The Athletic: "დავითაშვილის გოლი დღის მომენტი იყო, აზაროვი საქართველოს დაუმარცხებლობის სიმბოლოა"

10 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული მედია საშუალება The Athletic-ი უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს სასკაუტო მონაცემებს აქვეყნებს და სხვადასხვა ნაკრებების წარმომადგენელ ფეხბურთელებს ეტაპობრივად გამოარჩევს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გამოცემამ ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი გამოყო და მათ შესახებ საინტერესო შეფასებები და კომენტარები გააკეთა.

"პირველი აშკარა მანიშნებელი: რა აღმაშფოთებელი გოლი იყო ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ. დავითაშვილმა ბურთი კარამდე 40 მეტრის მანძილზე ატარა, შემდეგ კი სირბილი განაგრძო და განაგრძო. გახსოვთ საშა კურჩიჩის ცნობილი გოლი "ბოლტონ უონდერერსში" ჩელსის წინააღმდეგ 1995 წელს? უბრალოდ ასეთ სტილში.

ასე რომ, დავითაშვილმა ნიდერლანდების წინააღმდეგ სათამაშო დღის მომენტი შექმნა, მაგრამ თანაგუნდელი აზაროვი, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების მიერ მატჩის ფრედ 1:1 დასრულების საქმეში. მან თამაში 4-4-2 სათამაშო სქემაში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ რეალურად, მუშაობდა როგორც დამხმარე მცველი. ის სერბეთში, "ცრვენა ზვეზდას" შემადგენლობაში თამაშობს.

ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ მას ტექნიკურ ასპექტებში წუნი აქვს, არა მისი მარცხენა ფეხი და მოხერხებული გამომეტყველება გამორჩეულია, თუმცა იმ მატჩში საქართველოს ნაკრები შეტევის ხაზში აქტიური არ იყო და მას დაცვითი ფუნქციების შესრულება უწევდა.

აზაროვი შესანიშნავად უმკლავდებოდა ზეწოლას, თუმცა მის კონცენტრაციაზე განსაკუთრებულად მეტყველებდა ის ფაქტი, რომ მეტოქის მცველებსა და ნახევარმცველებს შორის შიგადაშიგ სივრცის პოვნასაც ახერხებდა. იყო დრო, როცა ის უფრო ფლანგს იბარებდა და ალექსანდრე კალანდაძეს საშუალებას აძლევდა შიგნით შეწეულიყო და ქართველთა დაცვა 5-კაციანი გამხდარიყო. მან რამდენჯერმე ბურთი ჭკვიანურად ჩაჭრა და ნიდერლანდელებს მისი ფლანგიდან სახიფათო ეპიზოდი რეალურად არ შეუქმნიათ.

აზაროვი - სულ მცირე ამ შეხვედრაში იყო იმ დისციპლინის სიმბოლო, რომელიც საქართველომ აჩვენა ჯგუფური ეტაპის განმავლობაში და ნაწილობრივ განმარტავს, თუ რატომ რჩებიან ისინი ტურნირზე დაუმარცხებლად", - წერს პოპულარული გამოცემა.

ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება - მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 1 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები