Belive

თბილისში ქალთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
7 ივლისს თბილისში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, "მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუნდაც მას არასდროს ეთამაშოს ფეხბურთი." 11 საათზე დაიწყება რეგისტრაცია, სადაც ყველა მონაწილე მიიღებს ფორმას, გამაგრილებელ სასმელსა და საჩუქრებს. 12:00-დან 17:00-მდე ტურნირი გაიმართება, რომლის პარალელურადაც, დასწრე საზოგადოებას დამატებით აქტივობებში შეეძლებათ ჩართვა. თამაშების შემდეგ, დაითვლება ქულები და გამოვლინდება ორი ფინალისტი გუნდი, რომლებიც ტურნირის გამარჯვებულის ტიტულისთვის და თასისთვის იბრძოლებენ. "ამ დღის განმავლობაში ქალაქში იმოძრავებენ ავტობუსები, რომლებიც უფასოდ წამოიყვანენ ყველა მსურველს ლისის პარკში. როგორც უკვე მიხვდით, ცხადია იქნება ბევრი განსხვავებული საჩუქარი ჩვენი მეგობარი-პარტნიორებისაგან: თასი, მზისგან დამცავი გადასაფარებლები და გასართობები ბავშვებისთვის. რაც მთავარია, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ თქვენ კმაყოფილები დარჩეთ," აღნიშნულია განცხადებაში. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მითითებულ ბმულს ეწვიოთ. იხილეთ ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/events/2259854327430879/  

სხვა სტატიები