Belive

ტენ ჰაგი: "თამაშიდან თამაშამდე ვვითარებით. სათამაშო ტაქტიკა მომწონს..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერულ დერბიში 0:3 განადგურების შემდეგ, ტენ ჰაგმა საკუთარი კლუბის სათამაშო ტაქტიკაზე ისაუბრა.

" მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო, მანჩესტერ სიტისთან მატჩით უფრო მეტად კმაყოფილი ვარ ვიდრე უკმაყოფილო. ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათის, რომ კარგი შედეგი დამდგარიყო, თუმცა სიტი როგორი ძლიერი გუნდია ყველამ იცის, ამიტომ ამ ერთი თამაშით ყველაფრის განსაზღვრა არ იქნება მართალი.

მე კლუბის სათამაშო ტაქტიკა მომწონს და კმაყოფილი ვარ, თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით და ესეც ძალიან კარგი დინამიკაა.

ჩვენ აღმასვლის გზაზე ვდგავართ, ცოტა უნდა მოვითმინოთ, რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ გულშემაკივარს..." - ერიკ ტენ ჰაგი

პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, 10 ჩატარებული ტურის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" 15 ქულით მერვე პოზიციას იკავებს და მეშვიდე პოზიციაზე მყოფ "ბრაიტონს" 2 ქულით ჩამორჩება.

"წითელი ეშმაკები" შემდეგ მატჩს 4 ნოემბერს, "ფულემის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები