"თავისი შრომის შედეგი მიიღო" - მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მე-7 ტურში ზურიკო დავითაშვილმა, ფაქტობრივად, მარტო მოუგო "ოსერს". ქართველის ჰეთ-თრიკით "სენტ-ეტიენმა" 3:1 იმარჯვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ზურიკოსთვის ზღაპრულ საღამოს არც ფრანგული კლუბის მწვრთნელის ქება-დიდების გარეშე ჩაუვლია, ოლივე დალ'ოლიომ დავითაშვილი გამორჩეულ ფეხბურთელად დაახასიათა.
ამ საღამოს ზურიკო ბრწყინვალე იყო, 3 გოლი გაიტანა და კიდევ შექმნა შანსები. შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი შრომის შედეგი მიიღო.
ვფიქრობ, ასეთი თამაში მისთვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს, რადგან ამხანაგურ შეხვედრებში მისგან ისეთი რაღაცები ვნახეთ, რაც შემდეგ აღარ გვინახავს. მას ძალიან კარგი დარტყყმა აქვს და მომენტის დასრულების ალღო. უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ სრულყოფილ ფეხბურთელად იქცეს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. განსაკუთრებით ბოლო პასის გაუმჯობესება მას კიდევ უფრო დიდ არეალს მისცემს.
ჩვენ კარგად ვიცნობთ მას, ის საშიში იყო "ბორდოშიც". ჩვენთან საშუალოდ დაიწყო, თუმცა წინ გრძელი გზაა და ბევრ რამეს მოგვცემს. - განაცხადა ოლივიე დალ'ოლიომ
სენტ-ეტიენის გამარჯვება მეორე იყო საფრანგეთის ჩემპიონატში, ახლა ზურიკო დავითაშვილის გუნდს 7 ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, 18-გუნდიან ჩემპიონატში სენტ-ეტიენი ყველაზე სუსტი დაცვის მქონე კლუბია - 7 მატჩში მათ 18 გოლი გაუშვეს.