Belive

"თავიდან რამდენიმე მატჩი გამოვტოვე, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ფორმაში ვარ" - ზურიკო დავითაშვილი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სენტ ეტიენის ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი სანაკრებო შესვენებიდან ფრანგულ გუნდში დაბრუნდა. 24 წლის შემტევმა ლე მანთან გასამართ შეხვედრამდე მედიასთან ისაუბრა.

ამ ზაფხულს რთული პერიოდი გამოვიარე, რამდენიმე მატჩი გამოვტოვე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ფორმაში ვარ, მომდევნო შეხვედრებში იმედი მაქვს გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები, როგორც ეს ბოლო მატჩში, მონპელიესთან გავაკეთე. მე სენტ ეტიენის ფეხბურთელი ვარ, ამით ბედნიერი ვარ და მინდა, ამ მაისურისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ ზაფხულს ჩემზე ბევრი ჭორი იყო, მაგრამ არ ვუსმენ იმას რასაც ირგვლივ ამბობენ, ყურადღებას მხოლოდ შრომისმოყვარეობაზე ვამახვილებ. - ზურიკო დავითაშვილი

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა 8 ტურის შემდეგ 4 გოლი გაიტანა. ლიგა 2-ის ცხრილში 9 ტურის შემდეგ სენტ ეტიენს კიდევ 2 გუნდთან ერთად 20 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზე იმყოფება (6 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).

სენტ ეტიენი მომდევნო შეხვედრას 18 ოქტომბერს, ლე მანის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 22:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები