Belive

"თავდაჯერება მჭირდება" - ვინისიუსი მსოფლიო ჩემპიონატის მარცხზე საუბრობს

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალის ვარსკვლავმა, ვინისიუს ჟუნიორმა მის ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა და აღიარა, რომ როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ფეხბურთში, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. მადრიდის რეალის მაისურით, ბრაზილიელს ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში, ვინიმ "სელესაოს" რიგებში თავი გამოიჩინა და ავსტრალიის წინააღმდეგ, გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

ვინისიუსისთვის ეს შანსი მოულოდნელად გაჩნდა. რაფინია, რომელიც "სელესაოს" რიგებში მთავარი პენალტისტია, ტრავმის გამო, მოედანზე არ იყო, რის გამოც, მისი შემცვლელი ბრუნო გიმარაეში უნდა ყოფილიყო. თუმცა ვინის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსენალის ფეხბურთელმა პენალტი რეალის შვიდიანს დაუთმო. ვინიმ ეს თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც (2:4) დააფიქსირა.

გამარჯვების შემდეგ, ვინისიუსმა თანაგუნდელებს, მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა. ბრაზილიელმა თქვა, რომ ბრუნომ პენალტი მას შეგნებულად, მიზანმიმართულად დაუთმო.

როდესაც რაფინია არ თამაშობს, ბრუნო ჩვენი ძირითადი პენალტისტია. ვფიქრობდი, რომ თავად ის დაარტყამდა, მაგრამ მან ბურთი მე გადმომცა, რადგან იცის, რომ ახლა თავდაჯერება ყველაზე მეტად მჭირდება. მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნა ჩემთვის დღემდე მტკივნეულია. ეს რთულია და ამის მიღება იოლი არ არის. ამ ყველაფრის შემდეგ არც დაბრუნებაა მარტივი. - ვინისიუს ჟუნიორი

ეს გოლი, ვინისიუსისთვის, ფორმის აღსადგენად შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილმა გოლმა შესაძლოა მას ის თავდაჯერება და ბიძგი შემატოს, რომელიც მას სეზონის უკეთ გასაგრძელებლად სჭირდება.

სხვა სტატიები