Belive

ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრები დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტატა მარტინო მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. აღნიშნული ინფორმაცია თავად 60 წლის სპეციალისტმა გაავრცელა.

"ჩემი კონტრაქტი მაშინვე დასრულდა, როგორც კი მსაჯმა საფინალო სასტვენი ჩასტვინა. პირველ რიგში მე ვარ პასუხისმგებელი ამ საშინელ იმედგაცრუებაზე. როგორც პასუხისმგებელი პირი, ეს დიდ მწუხარებას იწვევს ჩემში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დიდ წარუმატებლობაზე." - განაცხადა მარტინომ.

C ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მექსიკამ საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხა და 4 ქულა მოაგროვა, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პლეი-ოფში გასასვლელად. აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, მექსიკა ყოველთვის ახერხებდა 1/8-ფინალში გასვლას. ბოლოს, " ელ ტრი" მუნდიალის პლეი-ოფში 44 წლის წინ, 1978 წელს ვერ გავიდა.

სხვა სტატიები