Belive

ტაჯიკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ქართველი სპეციალისტი დაინიშნა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტაჯიკეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ეროვნულ გუნდში ყოფილი მწვრთნელის, პეტარ სეგრტის ასისტენტი იყო.

შეყილაძის თანაშემწე კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი, თამაზ ბოკერია იქნება.

გელა შეყილაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უმუშავია. გარდა ამისა, სეგრტის ასისტენტი ავღანეთისა და მალდივების ნაკრებებშიც იყო.

ბოლო პერიოდი ტაჯიკეთის ნაკრებისთვის განსაკუთრებით წარმატებულია - გუნდმა ისტორიაში პირველად აზიის თასზე იასპარეზა, სადაც მეოთხედფინალში გავიდა.

შეყილაძის ხელმძღვანელობით ტაჯიკები პირველ შეხვედრას 21 მარტს, საუდის არაბეთთან სტუმრად გამართავენ.