Belive

ტაილანდელი ფეხბურთელი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

4 აგვისტოს, სამხრეთ ტაილანდის ქალაქ სუნგაი-კოლოკში. „Golok Cup-ის“ მატჩის დროს უბედური შემთხვევა მოხდა - ტაილანდელი ფეხბურთელი მოედანზე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შედეგადაც კიდევ 12 ადამიანი დაშავდა.

უბედური შემთხვევის მსხვერპლი 24 წლის სოფუან ავაეა, რომელიც ტაილანდის რანგით მესამე დივიზიონის კლუბში თამაშობდა. მას მეხი დაახლოებით 17:30 საათზე, მატჩის მიმდინარეობისას დაეცა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს სინათლის კაშკაშა ზოლი, რომელიც საჯარიმო მოედნის შიგნით ეცემა. სუნგაი-კოლოკის პოლიციის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფეხბურთელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ავაე მძიმე დაზიანებებისგან გარდაიცვალა.