Belive

სუარესმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,ატლეტიკოს'' თავდამსხმელის, ლუის სუარესის თქმით, წელს ,,ოქროს ბურთს'' მოგებას ლეო მესი იმსახურებს:
,,ვფიქრობ, ,,ოქროს ბურთი'' ლეომ დაიმსახურა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ,,ბარსელონამ'' მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო, მას ინდივიდუალურად შესანიშნავი წელი ჰქონდა. მესიმ ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე მეტი ასისტი მიითვალა, მოიგო კოპა ამერიკა, სადაც ბომბარდირი გახდა. ეს ყველაფერი მის შანსებს ზრდის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამდენად რთულია ამ დონის შენარჩუნება წლიდან წლამდე. ,,ოქროს ბურთის'' გადაცემისას ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გააკეთა ფეხბურთელმა ერთი წლის განმავლობაში, არამედ იმაზე, თუ რას აკეთებდა ის მანამდე... ვფიქრობ, წელს მესის კონკურენტი არ ჰყავს,'' - სუარესის სიტყვებს Ole ციტირებს.
წელს ,,ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება. მესიმ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში 6-ჯერ მიიღო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.  

სხვა სტატიები