Belive

სუარესი: ,,მინდოდა, რომ ენდრიკს ბარსელონაში ეთამაშა''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავზე, ენდრიკზე ისაუბრა:

,,რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ენდრიკს ბარსელონაში ეთამაშა, თუმცა გადაწყვეტილება მას უნდა მიეღო. ენდრიკმა უნდა ისიამოვნოს ფეხბურთით და ფეხბურთმა უნდა ისიამოვნოს მისით...

ის ვარსკვლავია! ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს. ვფიქრობ, რასაც მან ამ წელს მიაღწია, წარმოუდგენელია. ბრაზილიას, რეალსა და ფეხბურთს კიდევ რამდენიმე წელი ვარსკვლავი გარანტირებულად ეყოლებათ.'' - ლუის სუარესი

ენდრიკი მომავალი ზაფხულიდან კარიერას ,,რეალში'' გააგრძელებს. ოფიციალურად უცნობია, რამდენი გადაიხადა ,,სამეფო გუნდმა'' ბრაზილიელი ტალანტის სანაცვლოდ, თუმცა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 72 მილიონ ევრომდეა.

2023 წელს 17 წლის შემტევმა ,,პალმეირასის'' მაისურით ჩატარებულ 53 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები