Belive

"სწორედ ასეთი მატჩებიდან უნდა ვისწავლოთ და თამაში გავაუმჯობესოთ" - ზურიკო დავითაშვილი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის შეხვედრაში "სენტ ეტიენი" "ანჟესთან" 4:2 დამარცხდა. ზურიკო დავითაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და დუბლი შეასრულა. "ანჟემ" ანგარიში ჰიმად აბდელის გოლით მე-7 წუთზე გახსნა, მე-16 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაათანაბრა, 39-ე წუთზე მეტოქე გუნდი ჟან-ეუდ აჰოლუს გოლით ისევ წინ გავიდა, 57-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ისევ გაათანაბრა, მაგრამ "სენტ ეტიენმა" ანგარიშის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო და 68, 90+3 წუთებზე უპასუხო გოლები გაუშვა.

ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო შეფასება ჰქონდა. მატჩის შემდეგ ზურიკომ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

მატჩის მოგების ბევრი შანსი და შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ იმედია, რომ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება და სწორედ ასეთი მომენტებით ვისწავლით თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი? ეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის პირველ რიგში გუნდია და შემდეგ დანარჩენი სხვა, იქნება ეს ინდივიდუალური ჯილდოები თუ გოლები. შემდგომში აუცილებლად უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ქულები დავაგროვოთ - ზურიკო დავითაშვილი - სენტ ეტიენის ფეხბურთელი

"სენტ ეტიენს" 9 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს (2 მოგება, 1 ფრე, 6 მარცხი) და მე-15 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 ნოემბერს 00:00 საათზე "სტრასბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ქართველი შემტევი ბომბარდირთა ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ "სენტ ეტიენს" 8 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები