"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა, რაჰიმ სტერლინგმა ჟურნალისტებთან მიმდინარე პრემიერლიგის მოგების ორ მთავარ კანდიდანტზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ "სიტი" 89 ქულით გათამაშების ლიდერია. პეპ გვარდიოლას შეგირდები "ლივერპულს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ. ორივე გუნდს ინგლისის ჩემპიონატში კიდევ 3-3 მატჩი აქვს ჩასატარებელი.
"ერთი ფეხის დაცდენა და შეიძლება ტიტული დავკარგოთ. არ მინდა, რომ პრემიერლიგა "ლივერპულმა" მოიგოს, არც თქვენ გინდათ და არც არავის უნდა, რომ ტიტული მერსესაიდელებმა მოიპოვონ," - თქვა სტერლინგმა.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგი 2012-2015 წლებში სწორედ "ლივერპულის" ფეხბურთელი იყო.