სტეფანო პიოლი: "ზლატანი გვენატრება"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A გამარჯვებით დაიწყო "მილანმა". სტეფანო პიოლის შეგირდებმა "ბოლონიას" პირველივე ტაიმში მოუმთავრეს საქმე. ანგარიში მე-11 წუთზე ოლივიე ჟირუმ გახსნა, 21-ე წუთზე კი ახალწვეულმა, კრისტიან პულისიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა, შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა, "როსონერიმ" კი პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, პრესკონფერენცია გამართა.
მეტი მუშაობა გვჭირდება, რომ სწორი ბალანსი ვიპოვოთ, ახალწვეულებმა იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი, ეს კი სამუშაოს დასაწყებად სწორი წერტილია.
ზაფხულში ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ სახელებზე მეტად ისეთ პერსონაჟებზე ემუშავათ ვისაც განსაკუთრებული როლების შესრულება შეეძლებოდათ, ძველი გვარდია კი ახლებს გუნდთან ადაპტაციაში დაეხმარა.
პულისიჩზე მუდამ ვიცოდი, რომ ის დიდი ტალანტია, მან გუნდში ხარისხი და მრავალფეროვნება შემოიტანა.
ჟირუ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, ის ასაკში შედის და ჩვენ ვცდილობთ მას ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. მას სწორი დამოკიდებულება გააჩნია ვარჯიშის მიმართ და აქ ბედნიერია.
ზლატანი გვენატრება, ის მენტალობის ამაღლებაში დაგვეხმარა, მისი არყოფნა იგრძნობა, მაგრამ მოთამაშეები მისი წყალობით გაიზარდნენ და ბოლო 4 წელში მისგან ბევრი ისწავლეს. - განაცხადა პიოლიმ
მომდევნო მატჩს "მილანი" 26 აგვისტოს, შინ, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.