სტეფანო პიოლი ალ ნასრის მწვრთნელი გახდება
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Okaz Sport-ის ინფორმაციით, "ალ ნასრის" ხელმძღვანელობა აღარ არის კმაყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლუის კასტროს მუშაობით და მას "მილანის" ყოფილი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, სტეფანო პიოლი ჩაანაცვლებს.
ჟურნალისტ ფალაჰ ალ-ქატანის ინფორმაციით, კასტრო გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის ემზადება, რომელიც "ალ აჰლის" წინააღმდეგ პარასკევს შედგება. ალ ნასრიმ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ორი ტურის შემდეგ ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.
პიოლი იმ მილანის 'არქიტექტორია", რომელმაც 2021-2022 წლების სეზონში სკუდეტო მოიგო. გასული სეზონის ბოლოს ის მილანს გამოემშვიდობა და მას შემდეგ უმუშევარია.