Belive

ოფიციალურად: სტანისლავ ბილენკი დინამო თბილისის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"დინამო თბილისი"ს შემადგენლობაში უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ჩაირიცხა. ბილენკიმ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემბით გააფორმა. სტანისლავ ბილენკი სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" საკუთრება იყო და 2021 წლის სეზონში განათხოვრების წესით "ბრესტის დინამოში" თამაშობდა. უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე 31 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბილენკიმ ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა. უკრაინელი ფორვარდი დონეცკის "შახტარისა" და "ოლიმპიკის" აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი როგორც "ოლიმპიკი"ს ძირითად გუნდში ასევე, სლოვაკურ "დუნაისკა სტრედაში", პოლონურ "ზაგლებიეში" და უკრაინულ "რუხში" ასპარეზობდა. რაც შეეხება ბილენკის სანაკრებო კარიერას, თავდამსხმელი უკრაინის 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მან 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანა მოახერხა, 19-წლამდელთა რიგებში კი ბილენკის ანგარშიზე 1 მატჩია.

"დინამოელთა" ახალწვეულის საუკეთესო მომენტები:

სხვა სტატიები