სტადიონზე მისულ ასობით გულშემატკივარს, მატჩის ყურება ეკრანზე მოუწია | VIDEO
ბრაზილიის სერია A-ში "პალმეირასმა" საკუთარ არენაზე "ბოტაფოგოს" უმასპინძლა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართა სტუმრებმა 1:3 მოიგეს.
სან პაულოში, "ალიანს პარკ არენაზე" უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. სტადიონზე დღეს დაგეგმილია მომღერალ რობერტო კარლოსის კონცერტი, ამის გამო ორგანიზატორებმა კონცერტისთვის მზადება ძალიან ადრე გადაწყვიტეს და ერთ-ერთი კარის უკან მონიტორი განათავსეს, რომელმაც მთლიანად ტრიბუნა გადაფარა.
გულშემატკივრებს, რომელთაც აღნიშნულ ტრიბუნაზე ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ მივიდნენ და მათ წინ მონიტორი დახვდათ, სადაც "პალმეირასისა" და "ბოტაფოგოს" მატჩი იყო ჩართული, რომელიც იმავე მოედანზე იმართებოდა, სადაც თავად გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, მათ კი მატჩის ყურება კონცერტისთვის გამზადებულ მონიტორზე მოუწიათ. მაყურებლებს, რეალურ დროში თამაშის ყურება არ გამოუვიდათ, ამ დისკომფორტის გამო კი თითოეულ მათგანს ბილეთების თანხა აუნაზღაურდათ.
Imagine going to the stadium to NOT watch the match. 😭🏟️
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) November 27, 2024
🇧🇷 This is what happened to Palmeiras supporters last night.
A stage and large screen was installed for a Brazilian singer's concert, which prevented the fans behind the goal from watching the match. 🚧
The fans had to… pic.twitter.com/OetNu6lFsu
მატჩის მიმოხილვა და კადრები, სადაც მაყურებლები კარის უკან განთავსებულ მონიტორთან სხედან.