სქოულზმა უფრო მეტი პრემიერლიგა მოიგო, ვიდრე ჰენდერსონმა ყოველკვირეული პრიზი
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
ჯორდან ჰენდერსონი დიდი ალბათობით, "ლივერპულის" ისტორიაში პირველი კაპიტანი იქნება, რომელიც პრემიერლიგის თასს აღმართავს. ამ წარმატებას პირველ ადგილზე მყოფი და 22-ქულაინი ჰანდიკაპის მქონე მერსისაიდული კლუბის მე-14 ნომერს კიდევ 6 გამარჯვება აშორებს.
თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელს ინგლისის ელიტარული დივიზიონის საუკეთესო ნახევარმცველებს შორის ადგილის დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. თუმცა, ასე არ ფიქრობს "ლივერპულის" ერთ-ერთი ცნობილი ქომაგი, ვინც twitter-ის ვიდეოში ჰენდერსონს საუკეთესოდ ასახელებს. მისი აზრით, ჯორდან ჰენდერსონი პოლ სქოულზზე დიდი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერან ინგლისელს პრემიერლიგის 11 ტიტული აქვს, ჰენდერსონი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ 8-ჯერ აღიარეს. სქოულზმა 20-წლიანი კარიერის განმავლობაში პრემიერლიგაში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა.Paul Scholes has won more Premier League titles (11) than Jordan Henderson has won Man of the Match awards (8). Now there's a stat for you. — Ball Street (@BallStreet) February 4, 2020