Sports Illustrated-მა პრემიერლიგის ზაფხულის 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა
ამერიკული გამოცემის, Sports Illustrated-ის ვერსიით, ლევერკუზენიდან ფლორიან ვირცის ლივერპულში გადასვლა, პრემიერლიგის ზაფხულის ყველაზე ცუდ ტრანსფერებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნაადრევია იმის შეფასება, შეძლებენ თუ არა პრემიერლიგის ახალწვეულები მომდევნო თვეებსა და წლებში წარმატების მიღწევას, კითხვის ნიშნები მაინც ჩნდება იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებსაც საკუთარი კვალის დატოვება ჯერჯერობით უჭირთ.'' - წერს Sports Illustrated
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ფლორიან ვირცის 116-მილიონიანი ტრანსფერი ათეულში ცალსაცად პირველ ადგილს იმსახურებს:
,,უდავოა, რომ ზაფხულის ყველაზე ცუდი შენაძენი ფლორიან ვირცია - 116 მილიონ ფუნტად ნაყიდი ნახევარმცველი, რომელსაც მოქმედი ჩემპიონის რიგებში ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.
დრო გერმანელის მხარესაა და ისაკის მსგავსად, მასაც აქვს შანსი წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, ლივერპულში ჯერ არ იციან, როგორ გამოიყენებენ 22 წლის ფეხბურთელს, რადგან მას ასეთი თამაშით სლოტის ძირითად თერთმეტეულში ადგილის დაკარგვა ემუქრება.'' - Sports Illustrated
ათეულში მე-2 ადგილს მილოშ კერკეზი იკავებს, რომლის სანაცვლოდ ლივერპულმა ბორნმუთს 40 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ხუთეულში ასევე ალექსანდერ ისაკის ტრანსფერიც მოხვდა.
Sports Illustrated - 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში:
ვირცი - ლევერკუზენიდან ლივერპულში 116 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
კერკეზი - ბორნმუთიდან ლივერპულში 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
გიტენსი - დორტმუნდიდან ჩელსიში 51,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
ვისსა - ბრენტფორდიდან ნიუკასლში 55 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
ისაკი - ნიუკასლიდან ლივერპულში 125 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
ტრაფორდი - ბარნლიდან მანჩესტერ სიტიში 31 მილიონი ფუტნის სანაცვლოდ
ტოდიბო - ნიცადან ვესტ ჰემში 32,8 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
ჰერმანსენი - ლესტერიდან ვესტ ჰემში 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
ელანგა - ნოტინგემიდან ნიუკასლში 55 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
ბარი - ვილიარეალიდან ევერტონში 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
