Belive

სპალეტის შანსი აქვს, სერია A-ში 1000 ქულა უახლოეს 2 მატჩში მოაგროვოს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იუვენტუსის ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, შანსი აქვს სერია A-ში 1000-ქულიან ნიშნულს 8 ნოემბერს, ტურინულ დერბიში მიაღწიოს.

ამ მომენტისთვის 66 წლის სპეციალისტის ანგარიშზე 559 მატჩში 996 ქულაა, რითაც მოქმედ მწვრთნელებს შორის მხოლოდ მასიმილიანო ალეგრის (1030 ქულა 515 მატჩში) ჩამორჩება. შესაბამისად, სპალეტის 1000 ქულისთვის სერია A-ს მომავალ 2 შეხვედრაში (კრემონეზესთან და ტორინოსთან) 4 ქულის მოპოვება სჭირდება.

მოპოვებული ქულების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონია (ტრაპატონის სკუდეტოც ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ აქვს მოპოვებული), რომელმაც 689 მატჩში 1266 ქულის მოგროვება შეძლო.

სერია A-ს ყველაზე წარმატებული მწვრთნელები მოპოვებული ქულების მიხედვით:

  1. ჯოვანი ტრაპატონი - 1266 ქულა

  2. ნერეო როკო - 1159 ქულა

  3. ნილს ლიდჰოლმი - 1037 ქულა

  4. მასიმილიანო ალეგრი - 1030 ქულა

  5. ლუჩანო სპალეტი - 996 ქულა

  6. ჯან პიერო გასპერინი - 985 ქულა

  7. კარლო მაცონე - 980 ქულა

  8. კარლო ანჩელოტი - 950 ქულა

  9. ფაბიო კაპელო - 899 ქულა

  10. ფულვიო ბერნარდინი - 819 ქულა

სხვა სტატიები