Belive

სონის ტრანსფერი MLS-ში რეკორდული იქნება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ სონ ჰინ მინი კარიერას ლოს ანჯელესში გააგრძელებს.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი წერს, 33 წლის ფეხბურთელი აშშ-ში მიემგზავრება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.

ლოს ანჯელესი ტოტენჰემს 27 მილიონ დოლარს გადაუხდის, რაც MLS-ის ისტორიაში რეკორდული თანხა იქნება. აქამდე ლიგის რეკორდი ემანუელ ლატე ლატის მიდლსბროდან ატლანტაში ტრანსფერი იყო, რომლის სანაცვლოდაც ამერიკულმა კლუბმა 22 მილიონი დოლარი გადაიხადა.

სონი ტოტენჰემში 2015 წლიდან თამაშობდა. სამხრეთ კორეელის ანგარიშზე ლონდონური გუნდის მაისურით ჩატარებულ 454 მატჩში 173 გოლი და 101 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები