პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ლიდსს" უმასპინძლა და შეხვედრა ანგარიშით 3:0 მოიგო.
29-ე წუთზე ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, ინგლისელმა შემტევმა პენალტი შეასრულა ზუსტად. 43-ე წუთზე "დეზების" უპირატესობა ორბურთიანი სონმა გახადა, სამხრეთ კორეელს საგოლე გადაცემა კეინმა გაუკეთა.
ჰარი კეინსა და ჰეუნგ მინ სონს მიმდინარე სეზონში ერთმანეთისთვის ჯამში 13 საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული. სონი-კეინის შედეგი პრემიერ ლიგის რეკორდის გამეორებაა, თანაც გასათვალისწინებელია, რომ "დეზების" შემტევებმა რეკორდი მე-17 ტურის შემდეგ გაიმეორეს.
ამდენივე ერთობლივი რაოდენობის გოლები გაიტანეს ალან შირერმა და კრის სატონმა "ბლექბერნის" შემადგენლობაში, ოღონდ 1994-95 წლების მთელი სეზონის მანძილზე.
კეინმა სონს უკვე 9 საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო კორეელმა თანაგუნდელი შედეგიანი გადაცემით 4-ჯერ მოამარაგა.
"ლიდსის" კარში გატანილი გოლი სონისთვის მე-100 გამოდგა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში.
ბომბარდირთა დავაში სონი 12 გატანილი გოლით მე-2 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ "ლივერპულის" ეგვიპტელ შემტევ მოჰამედ სალაჰს ჩამორჩება, რომელსაც 13 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება კეინს, ჰარი 10 გატანილი გოლით მე-6 ადგილზეა.
ასევე იხილიეთ ჰარი კეინის საგოლე გადაცემა და სონის გოლი "ლიდსის" კარში: