Belive

სონი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი გახდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" შემტევმა მოთამაშემ, სამხრეთ კორეელმა სონმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა აღნშნა, რომ მსგავსი დრამატიზმის შეხვედრა არასოდეს უნახავს და თავისი თანაგუნდელებით ამაყობს.
"მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს. ეს სასტიკი და გიჟური თამაში იყო. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ჩვენ მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. ხანდახან ვიდეო რეფერი გვაღიზიანებს, მაგრამ დღეს დიდად მადლობელნი ვართ ამ სისტემის" - განაცხადა სონმა.
სონმა "სიტის" დუბლი შეუსრულა და 12 გატანილი ბურთით ტურნირის ყველაზე შედეგიანი აზიელი მოთამაშე გახდა. მან კიევის "დინამოს" ყოფილ მოთამაშეს, უზბეკ მაკსიმ შაცკიხს გადაუსწრო, რომელსაც 11 ბურთი ჰქონდა გატანილი. ნახევაფინალში "ტოტენჰემი" "აიაქსს შეხვდება. მატჩები 30 აპრილს და 7 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები