Belive

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ,,ყველას სახელით ბოდიშს გიხდით''

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმენ მელიქბეკიანმა, სომეხ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა:

,,ამ შედეგისთვის თითოეული ჩვენგანის სახელით ბოდიშს გიხდით.

მატჩის შემდეგ, მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრეთ და მზად ვართ, რომ სირთულეები დავძლიოთ, შიდა პრობლემები მოვაგვაროთ და ივნისში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის სიტუაცია გამოვასწოროთ.

სექტემბერში მებრძოლი გუნდი გვეყოლება. ეს ფეხბურთელების, მწვრთნელისა და ფედერაციის ერთობლივი განცხადებაა.'' - არმენ მელიქბეკიანი

ერთა ლიგის პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი 9:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

სხვა სტატიები