სომხეთის ნაკრები: ყველაფერი რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
4 წლის წინ
ფეხბურთი
11 წთ
სომხეთის ნაკრები
დაარსება: 1992 ფიფას წევრი: 1992 უეფას წევრი: 1992 ფიფას რეიტინგი: 101 უმაღლესი რეიტინგი: 30 (2014 წლის თებერვალი) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 159 (1994 წლის ივლისი) საშინაო არენა: ვარსქენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკის სტადიონი (ერევანი) მეტსახელი: კოლექტივისტები მთავარი მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი, (ესპანეთი, 64 წლის) კაპიტანი: ჰენრიხ მხითარიანი (31 წლის, 86 მატჩი, 29 გოლი)ისტორია
საქართველოს მსგავსად, სომხეთმა დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მიიღო და ერთი წლის თავზე, უკვე ეროვნული გუნდიც ჩამოაყალიბა. იქამდე, ათწლეულების განმავლობაში, რჩეული სომეხი ფეხბურთელები სანაკრებო ასპარეზზე სსრკ-ს შემადგენლობიდან გამოდიოდნენ. სომხეთის ნაკრების ისტორია 1992 წლის 14 ოქტომბერს, მოლდოვასთან ნათამაშები უგოლო ფრით იწყება, მას მერე კი ჩვენი მეზობლები ყველა დიდი სანაკრებო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას იღებენ, თუმცა ჩვენი არ იყოს, ფინალური ეტაპის საგზური ჯერჯერობით მათაც არ მოუპოვებიათ. სომხეთის ნაკრებისთვის წარმატებული ხანა 2006 წლიდან დაიწყო, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი იან პორტფილდი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყაზახეთის (2:1) და პოლონეთის (1:0) დამარცხება მოახერხა, კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ კი ფრე - 1:1 ითამაშა. თუმცა, შემდეგ ტრაგედია დატრიალდა: 62 წლის სპეციალისტი სიმსივნით გარდაიცვალა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვეღარ შეძლო... ყველაზე ახლოს დიდ ფორუმთან სომხეთი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იყო, როცა გუნდმა ჯგუფში ყველაზე მეტი - 22 გოლი გაიტანა, აქედან 6 კი ჰენრიხ მხითარიანის ანგარიშზე იყო, რაც საუკეთესო შედეგი გახლდათ. გადამწყვეტი მატჩში სომხებს ირლანდიის დამარცხება სჭირდებოდათ, თუმცა დრამატულ და საკამათო მატჩში, ბრიტანელებმა ათკაციან სტუმრებს სძლიეს. ერევნის აეროპორტში დაბრუნებულ გუნდს ქომაგი ოვაიციებით დახვდა. მაშინ გუნდის თავკაცი ვარდან მინასიანი გახლდათ, სომხეთი კი მსოფლიო რეიტინგში 30-ე პოზიციამდე აღზევდა.სტატისტიკა
პირველი მატჩი: სომხეთი - მოლდოვა 0:0 (1992 წლის 14 ოქტომბერი, ერევანი, სომხეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: სომხეთი - გვატემალა 7:0 (2016 წლის 28 მაისი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: იტალია - სომხეთი 9:1 (2019 წლის 18 ნოემბერი, პალერმო, იტალია) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: სარქის ჰოვსეპიანი (132) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: (29)სათამაშო ფორმა
- სომხეთის ნაკრებმა 2020 წელს ორი მატჩი გამართა. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ეგიდით ჩატარებული პირველი შეხვედრა სამხრეთკავკასიელებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან - 1:2 წააგეს, საშინაო არენაზე კი ესტონეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
- ერთა ლიგის D დივიზიონში, სადაც გამოსვლა საქართველოს ნაკრებმაც დაიწყო, სომხეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩრდილოეთ მაკედონიის, ლიხტენშტეინისა და გიბრალტარის ჯგუფში მოხვდა, სადაც 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ორში დამარცხდა და 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
- ვინაიდან ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩრდ. მაკედონიასთან სომხეთის ურთიერთშეხვედრებზეც მოგახსენებთ. სტუმრად სომხებმა 0:2 წააგეს, შინ კი მეტოქე - 4:0 გაანადგურეს. ჯგუფის მეორე მარცხი სომხეთმა სენსაციურად, საშინაო კედლებში, გიბრალტართან (0:1) იწვნია, თუმცა სტუმრად მეტოქე - 6:2 გაანადგურა.
- სომხეთმა ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.
- სომხეთმა კარი მშრალად ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში შეინახა.
- ბოლო 9 მატჩში სომხეთმა 13 გოლი გაიტანა და 23 გაუშვა, აქედან 12 გუნდს იტალიის ნაკრებმა გაუტანა.
- ბოლო სამ შეხვედრაში სომხეთმა მეტოქის კარის აღება მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.
- სომხეთის ნაკრების ბოლო 10 მატჩიდან 7-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
- 2018 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გუნდმა 18 შეხვედრა ჩაატარა და აქედან ფრედ მხოლოდ 2 დაასრულა: 7 მოგება, 9 მარცხი.