Belive

სომხეთის ნაკრები 2050 წლამდე ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მიზანი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მოგებაა. ფიფასა და უეფას პრეზიდენტებთან - ჯანი ინფანტინოსთან და ალექსანდრ ჩეფერინთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მიზანზეა საუბარი სომხეთის ნაკრების ტრანსფორმაციის სტრატეგიაში, რომელიც 2050 წლამდეა გაწერილი. ფაშინიანმა, ასევე, ხაზი გაუსვა ფიფასა და უეფას მხრიდან სომხეთის მხარდაჭერას და მათ სანდო პარტნიორები უწოდა. სომხეთის ეროვნულ ნაკრებს ჯერჯერობით არც ევროპის და არც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია.

სხვა სტატიები