Belive

სლოვანმა ზრინსკის 4 უპასუხო გოლი გაუტანა | გურამ კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სლოვან ბრატისლავამ ზრინსკის უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გურამ კაშიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

სლოვანმა გამარჯვება ტიგრან ბარსეგიანის (40'), დავიდ სტრელეცის (42'), მარკო ტოლიჩისა (62') და მიკოლა კუხარევიჩის (90+3') გატანილი გოლებით შეძლო.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, 29 ივლისს, ბოსნიაში გაიმართება.

  • მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, სლოვან ბრატისლავას მომავალი მეტოქე ფინური კუპსი ან ყაზახური კაირათი იქნება. პირველი მატჩი კუპსის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

სხვა სტატიები