Belive

სკალონი: ,,კოპა ამერიკაზე ნაკრებში ადგილი გარანტირებული მხოლოდ მესის და დი მარიას აქვთ''

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოსტა-რიკასთან მოგებული მატჩის შემდეგ, არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, განაცხადა, რომ კოპა ამერიკაზე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული მხოლოდ ლეო მესის და ანხელ დი მარიას ექნებათ.

,,ვალტერ ბენიტესის (მეკარე) დებიუტით მოხარული ვარ. მან ძალიან კარგად ითამაშა. იგივე შემიძლია ვთქვა გარნაჩოსა და კარბონიზე. ამ ფეხბურთელებს ჩვენს წარმატებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ, თუმცა იქნებიან თუ არა ჩვენთან ერთად, ამას მომავალში ვნახავთ.

შესაძლოა, ბენიტესმა ნაკრებში მეორე მეკარედ ადგილი დაიმკვიდროს, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვერცერთ გამოძახებულ ფეხბურთელზე გარანტიას ვერ მოგცემთ.

ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს, ახლა გამოძახებული არ ყოფილა და მას ყველა იცნობს... და დი მარია, გუნდში მისი ყოფნაც გარანტირებულია.'' - ლიონელ სკალონი

არგენტინის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის პირველ შეხვედრას 21 ივნისს კანადის წინააღმდეგ გამართავს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 26-ში ჩილეს დაუპირისპირდებიან, 30-ში კი - პერუს.

სხვა სტატიები