სკალონი: ,,ისეთ მწვრთნელთან შეხვედრა, როგორიც ვან გაალია, დიდი პატივია''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩვენი ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე ასპარეზობისთვის არიან შექმნილნი, ასეთი მატჩებისთვის არიან დაბადებულნი. მათ ვეუბნები, რომ აკეთონ ის, რაც იციან - ფეხბურთი ითამაშონ.
ორ ისტორიულ მეტოქეს შორის კარგი თამაში გველის. ისეთ მწვრთნელთან შეხვედრა, როგორიც ვან გაალია, დიდი პატივია,'' - განაცხადა სკალონიმ.
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში არგენტინამ ავსტრალიას 2:1 მოუგო.
მეოთხედფინალში არგენტინელთა მეტოქე ნიდერლანდები იქნება. შეხვედრა პარასკევს, 9 დეკემბერს, გაიმართება.