Belive

სიტისთან მატჩში იუნაიტედის ფეხბურთელებმა დე ხეას უფრო მეტჯერ დაურტყეს, ვიდრე ედერსონს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის მე-11 ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრაში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა - ,,წითელმა ეშმაკებმა'' საკუთარ კარში უფრო მეტჯერ დაარტყეს, ვიდრე მეტოქის კარში. მე-7 წუთზე ერიკ ბაილიმ გოლი საკუთარ კარში ჩაჭრა, რამდენიმე წუთში კი იგივეს ვიქტორ ლინდელოფი აკეთებდა, თუმცა ბურთი დე ხეამ მოიგერია. ,,სიტის'' კი ,,იუნაიტედმა'' მხოლოდ ერთხელ, პირველ ტაიმში დაურტყა, კრიშტიანუ რონალდუს ედერსონმა აჯობა. მანჩესტერელთა სტატისტიკას გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაუჯერებელი უწოდა. 11 ტურის შემდეგ ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 17 ქულით ცხრილის მე-5 პოზიციაზეა, სოლსკიაერის გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო.


სხვა სტატიები