Belive

"სისულელეა, მათთან არასდროს მისაუბრია" - კარლო ანჩელოტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი, პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან არასდროს უსაუბრია.

გასული თვის განმავლობაში ესპანური და ბრაზილიური მედია საშუალებები აქტიურად აპელირებდნენ იმის შესახებ, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი განიხილებოდა. ერთ-ერთი ტაბლოიდი კონკრეტულ თარიღსაც კი ასახელებდა, თუ როდის უნდა გაეცა იტალიელ სპეციალისტს საბოლოო პასუხი.

პრესის სპეკულაციებს წერტილი თავად ანჩელოტიმ დაუსვა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრაზილიელებთან არასდროს უსაუბრია.

"უამრავი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თითქოს არსებობდა კონკრეტული დედლაინი, რათა ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების გაწვრთნაზე თანხმობა ან უარი განმეცხადებინა. რა თქმა უნდა, სიცრუეა - ყოველთვის ვამბობ, რომ მომავლის შესახებ არ ვსაუბრობ", - კარლო ანჩელოტი.

სხვა სტატიები