Belive

სინიშა მიჰაილოვიჩი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანი სერბი ფეხბურთელი და მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ცრვენა ზვეზდას", "სამპდორიას", "რომას", რომის "ლაციოს", მილანის "ინტერის" და სერბეთის ნაკრების ყოფილი მცველი ბოლო წლების განმავლობაში ლეიკემიას ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ განკურნება ვერ მოახერხა და როგორც იტალიური მედია იუწყება, 2022 წლის 16 დეკემბერს, საკუთარ ოჯახში გარდაიცვალა.

​მიჰაილოვიჩი ბოლო დღეების განმავლობაში თავს განსაკუთრებულად ცუდად გრძნობდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე სინიშა მიჰაილოვიჩმა საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა: "მე პატივს ვცემ დაავადებას და მას მამაცი გულით შევხვდები, თვალებში ჩავხედავ, ისე როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი".

სილიშა მიჰაილოვიჩი 2006 წლის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობით იყო დაკავებული და არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის "ინტერის", "მილანის", "სამპდორიას", ტორინოს" და ლისაბონის "სპორტინგის" თავკაცის რანგში, 2019-22 წლებში კი "ბოლონიას" ხელმძღვანელობდა.

სხვა სტატიები