Belive

სიმსივნე განაჩენი არაა - ბილბაოს ღირსეული საქციელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იერაი ალვარესმა სიმსივნეს თავდაუზოგავი ბრძოლა გამოუცხადა და ორჯერ შეძლო მისი დამარცხება. 2008 წლის ივლისში, 13 წლის იერაი ალვარესი "ბილბაოს" აკადემიას შეუერთდა. იმ დროისათვის ალვარესი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ასე განვითარდებოდა და 24 წლის ასაკში ორჯერ შეძლებდა სიმსივნის დამარცხებას. 2016 წლის სექტემბერში "ბილბაოს" ძირითად გუნდში ალვარესის დებიუტი შედგა. იმავე წლის დეკემბერში კი ფეხბურთელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 21 წლის იერაი ალვარესმა სიმსივნე დაამარცხა და 2017 წლის თებერვალში, "ბარსელონას" წინააღმდეგ დაბრუნდა. იერაი ალვარესმა დაავადებისგან მეორე გამოწვევა 2017 წლის ივნისში მიიღო. "ბილბაოს" ახალგაზრდა ფეხბურთელს ბასკური გუნდის თითოეული წევრი დაუდგა გვერდში და სოლიდარობის ნიშნად "ბილბაოს" ყველა ფეხბურთელმა თავი გადაიპარსა. იერაი ალვარესმა სიმსივნე მეორე შემთხვევაშიც დაამარცხა და 2018 წლის თებერვალში კვლავ დაუბრუნდა ფეხბურთს.
Untitled
აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ბრძოლის მანძილზე, "ბილბაოს" არასდროს მიუტოვებია იერაი ალვარესი. ბასკებმა მორიგი მისაბაძი და სამაგალითო საქციელი 2019 წლის 17 ივლისს ჩაიდინეს, როდესაც იერაი ალვარესს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. "ბილბაომ" ალვარესს 7 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 70 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები