Belive

სიმონ კიაერმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიის ნაკრების ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, სიმონ კიაერმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

35 წლის კიაერი 2024 წლის ზაფხულამდე "მილანში" თამაშობდა, ამის შემდეგ კი თავისუფალი აგენტია.

"ორსენსის", "მიდტიულანდის", "პალერმოს", "რომას", "ვოლფსბურგის", "ლილის", "ფენერბახჩეს", "სევილიას", "ატალანტასა" და "მილანის" ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ახლა ამ გადაწყვეტილების მისაღებად კარგი დროა, ამაზე არა ზაფხულში, არამედ, ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის წინ ვიფიქრე. იქამდე, შემოდგომით, მივხვდი, რომ "მილანში" ჩემი პერიოდი სრულდებოდა. რა იქნება მომავალში? არავისთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებ საკუთარი თავის გარდა".

დანიის ნაკრების შემადგენლობაში სიმონ კიაერმა ორჯერ ევროპისა და სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ითამაშა. 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალშიც გავიდა, "მილანთან" ერთად კი, 2022 წელს იტალის ჩემპიონი გახდა.