Belive

სიმეონემ წაშალა ფოტო, რომლის გავრცელებასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, სოციალურ ქსელში დადებული ფოტოს გამო, სადაც ჩოლო შვილთან ერთად ჭადრაკს თამაშობს, ინტერნეტმომხმარებლებმა დასცინეს. არგენტინელმა ტვიტერის პირად გვერდზე სურათი ატვირთა და დაწერა: ,,სიმეონეების ოჯახური არდადეგები. ჩოლო და ჯიო დუელში, რომელიც დიდ კონცენტრაციას მოითხოვს.'' სპეციალისტის გამომწერებმა სწრაფადვე შენიშნეს შეცდომა - სიმეონე ჭადრაკს ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, მეფის, გარეშე თამაშობდა.




დიეგო სიმეონეს პოსტს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაც გამოეხმაურა: ,,გთხოვთ, უთხარით მათ, რომ როდესაც მადრიდში დაბრუნდებიან, სიამოვნებით შევთავაზებთ ჭადრაკის კურსებს და მოვიწვევთ ტურნირზე, რომელიც ქალაქში ახლა ტარდება.'' სოციალური ქსელის მომხმარებლების დამცინავი კომენტარების შემდეგ, არგენტინელმა სპეციალისტმა ფოტო წაშალა.

სხვა სტატიები