Belive

"სიმართლე გითხრათ, 2023 წელს ნაკრებიდან წასვლა არ მინდოდა" - რობერტო მანჩინი

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აღიარებს, რომ სკუადრა აძურას დატოვება მაშინვე ინანა, 62 წლის სპეციალისტმა Corriere dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დატოვა თანამდებობა 2023 წლის აგვისტოში, სანამ რამდენიმე კვირაში საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნებოდა.

იტალიის ეროვნული ნაკრების დატოვებამდე საუდის არაბეთთან კონტრაქტზე ხელი არ მომიწერია. ყველაფრის თავი და თავი პრეზიდენტ გრავინასა და ჩემს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ვფიქრობდი, რომ მას პირველივე პრობლემის გაჩენისთანავე ჩემი შეცვლა სურდა.

სამწვრთნელო შტაბზე თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, მე კი ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და თავს ისე ვიჭერდი, თითქოს არაფერი ხდებოდა. ამასობაში კვირები გადიოდა და საკითხები გადაუჭრელი რჩებოდა. საუბარს ნიდერლანდებში გამართული ერთა ლიგის შემდეგ დავუბრუნდით, მაგრამ შეთანხმებამდე ვერ მივედით. შემდეგ კი ერთთვიანი სიჩუმე ჩამოვარდა.

სიმართლე გითხრათ, წასვლა არ მინდოდა. დარჩენას ვისურვებდი, წასვლა ჩემს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, განსაკუთრებით იმაში, თუ როგორ შევაფასე გარკვეული საკითხები, რომლებსაც მოგვარება სჭირდებოდა. მათზე რომ გვემუშავა, ალბათ, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. თვითმფრინავში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომში გავფრენილიყავი და პრეზიდენტთან ყველაფერი გამერკვია.

მაშინვე მივხვდი, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების დატოვება შეცდომა იყო, მაგრამ იმ მომენტისთვის უკან დაბრუნება აღარ შემეძლო. ლუკა (ვიალი) რომ ცოცხალი ყოფილიყო, ვისაუბრებდით და ბევრ რამეს მოვაგვარებდით. - რობერტო მანჩინი - იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

რობერტო მანჩინიმ იტალიის ეროვნული ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა და 2023 წლამდე წვრთნიდა, იტალიელმა სპეციალისტმა სკუადრა აძურას 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

2023 წელს როგორც უკვე აღვნიშნეთ გაათავისუფლეს, ხოლო 2026-ში კვლავ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა.