Belive

სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოათავსეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ყოფილი პრეზიდენტი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "მონცას" ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სილვიო ბერლუსკონი, მონაკოს სამეფოს საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მოათავსეს. ცნობას Reuters-ი მისი პირადი ექიმის ალბერტო ზანგრილოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიტიკოსმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა თავი ცუდად იგრძნო, რის მერეც, ექიმის თქმით, მან ბერლუსკონის უახლოეს საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა, რადგან მისი იტალიაში გადაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ 83 წლის იტალიელი კორონავირუსით დაინფიცირდა, ბერლუსკონი იზოლირებულად იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს. მაშინ ზანგრილომ თქვა, რომ დაავადება ასიმპტომური იყო. ბერლუსკონიმ "მილანი" იყიდა 1986 წელს. მის მმართველობაში "როსონერი" რვაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სხვა მრავალი ტიტული. 2016 წელს ბერლუსკონიმ კლუბის საკონტროლო პაკეტი ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა.

სხვა სტატიები