Belive

შტუტგარტის ყოფილი ფეხბურთელი სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

შტუტგარტის აკადემიის აღზრდილი და გერმანიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრი, სებასტიან ჰერტნერი სათხილამურო კურორტზე მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა.

ჰერტნერი მეუღლესთან ერთად მონტენეგროს ჩრდილოეთში მდებარე კურორტზე ისვენებდა, როდესაც სამთო საბაგიროდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკამი, რომელზეც ფეხბურთელი და თავისი მეუღლე ისხდნენ საბაგიროს მოსწყდა - 70 მეტრის სიმაღლიდან ვარდნას ჰერტნერი ემსხვერპლა, მეუღლე კი მოტეხილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, სებასტიან ჰერტნერი შტუტგარტისა და შალკეს ასაკობრივ და სარეზერვო გუნდებში თამაშობდა. მან გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში 19 მატჩიც გამართა.