Belive

შოთა არველაძეს კრასნოდარიც იწვევს - რუსების კომენტარი ქართველ სპეციალისტზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჰალ სიტის" გარდა შოთა არველაძეს "კრასნოდარიც" იწვევს - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "კრასნოდარმა" ახლახანს მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა, რის შემდეგაც გუნდი სერბი მარკო ნიკოლიჩითა და ქართველი სპეციალისტით ინტერესდება. რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის წევრმა მიხაილ გერშკოვიჩმა აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
"რად გვინდა არველაძე, როდესაც ამდენი რუსი მწვრთნელი გვყავს?! უცხოელი სპეციალისტი რომ მანჩინი, კლოპი ან სპალეტი იყოს, მესმის, მაგრამ არა შოთა. ეს ნაბიჯი იმისკენაა, რომ არველაძესთან აგენტებს კომუნიკაცია მარტივად ექნებათ, თუმცა ჩემთვის ეს არსაითკენაა," - ამბობს გურშკოვიჩი.

სხვა სტატიები