Belive

შოთა არველაძეს ჰალ სიტიდან გათავისუფლება ემუქრება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძეს "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გათავისუფლება ემუქრება.

FLW-ის ინფორმაციით, არველაძეს უახლოესი 48 საათის განმავლობაში დაკავებული თანამდებობის დატოვება ელის.

ამის მიზეზი "ვეფხვების" მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები ცუდი შედეგებია - სეზონის კარგი სტარტის შემდეგ გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი წააგო და ამ მომენტისთვის, 10 ჩატარებულ შეხვედრაში დაგროვებული 11 ქულით გუნდი მე-20 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას მინიმალური სხვაობით უსწრებს.

49 წლის სპეციალისტი ინგლისის ჩემპიონშიფის წარმომადგენელ გუნდს სათავეში 2022 წლის 27 იანვარს ჩაუდგა და მას 30-ჯერ უხელმძღვანელა, საიდანაც 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 15-ში დამარცხდა.

სხვა სტატიები